გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში, დავით სონღულაშვილმა საუკეთესო პედაგოგები დააჯილდოვა. კონკურსში მონაწილეობა 150-მდე პედაგოგმა და აღმზრდელმა მიიღო. მთელი საქართველოს მასშტაბით გამოვლინდა 20 საუკეთესო პედაგოგი – როგორც სკოლამდელი აღზრდის, ისე დაწყებითი საფეხურის კატეგორიებში. თითოეულ კატეგორიაში განისაზღვრა პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, ხოლო ჯამში ექვს გამარჯვებულს სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები გადაეცა.