„გარეჯის მთის სიმართლე” – „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი – 29 აპრილს, 22:30 საათზე
გარეჯის სერს მიღმა დარჩენილი აღდგომის, ჩიჩხიტურის, ორმოცი სებასტიანელი მოწამის სახელობის ტაძრები, ძველი მამების კელიები. ბერებისა და მომლოცველების ნაცვლად, მათ კართან მდგარი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. საქართველოსგან მოწყვეტილი მისი წარსული. როგორ შენდებოდა კედელი საქართველოსა და საქართველოს შორის. აქამდე გამოუქვეყნებელი ფაქტები და დოკუმენტები, რომლებიც ამხელენ პასუხისმგებელ პირთა ფართო წრესა და ხელისუფლებების მაღალჩინოსნებს. საქართველოს არქივებში ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტები, რომლებიც წყვეტენ დაუსრულებელ დავას რუკების შესახებ. ისინი არავის უძებნია. შეთქმულება გარეჯის წინააღმდეგ და შეთქმულთა სრული ჩამონათვალი პირველად ჩვენს გამოძიებაში. გარეჯი პოლიტიკის გარეშე ნახეთ „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმში „გარეჯის მთის სიმართლე“, ხუთშაბათს, 29 აპრილს, 22:30 საათზე.