„გარდამავალი წესრიგი პანდემიიდან ომამდე“

ნახატებზე და ფოტოებზე გადატანილი მძიმე რეალობა და ემოციები.

„გარდამავალი წესრიგი პანდემიიდან ომამდე“, – ასე ერქმევა გამოფენას, რომელიც ხვალ, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება. დამთვალიერებლები ნახავენ, როგორ შეცვალა ხელოვნების ფუნქციური და ესთეტიკური როლი ჯერ კოვიდ-პანდემიამ და ჩაკეტილმა ცხოვრებამ და ახლა ომმა.