გარდაიცვალა მხატვარი თემო გოცაძე

82 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო მხატვარი თემო გოცაძე. გამოჩენილმა ქართველმა მხატვარმა 1964 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემია, აპოლონ ქუთათელაძის კლასი. პირველი ნამუშევარი „ლურჯა ცხენები“ ერთი წლის შემდეგ საგაზაფხულო გამოფენაზე წარადგინა. წლების მანძილზე თემო გოცაძე მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის მთავარ მხატვრად. იყო თბილისის მხატვრის სახლის დირექტორი, საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი, სურათების ეროვნული გალერეის დირექტორი. თემო გოცაძის არაერთი პერსონალური გამოფენა გამართა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მხატვრის კოლექციები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა და გალერეებში. 1998 წელს თემო გოცაძე დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.