გარდაბანში ფიცრის უკანონოდ და ფარულად ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

12:18, 03.03.2019

ფიცრის უკანონოდ და ფარულად ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. სოფელ გამარჯვების მიმდებარედ, გაჩერებული მანქანის ძარაზე ვიზუალური დათვალიერებით, ე.წ. თივის პრესები იყო განთავსებული. შემოწმების შედეგად კი დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფიცარი აღმოაჩინეს.

მძღოლმა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარადგინა. ავტომანქანა დაილუქა. მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.

მსგავსი