განვითარების და დემოკრატიის ცენტრის პრეზენტაცია

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობის პრევენცია“,  „სტამბულის კონვენციის“ რატიფიცირების განხორციელების მდგომარეობა“, – ამ სახელწოდების პრეზენტაცია წარადგინა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით მოწინავე პოზიციაზეა. შესაბამისად, მოხდა გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიებას ევროპის საბჭო, დიპლომატიური კორპუსის სამთავრობო და სამოქალქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.