განუხორციელებელი რევოლუციური სცენარები – ლევან მაჭავარიანის წერილი
დესტაბილიზაციისა და რევოლუციების მოწყობების მცდელობა – ხელისუფლების მთავარი ბრალდება ოპონენტების მისამართით. მმართველი გუნდის ნარატივს ვრცლად, არგუმენტებითა და ფაქტებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მორიგ წერილში ხსნის. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე 2020 წლიდან განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ადგილობრივ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან, მათთან დაკავშირებულად მიჩნეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აქტივისტებთან ერთად, რევოლუციების ხელშემწყობებად გარე ძალებსაც აცხადებს.
მიზეზად ხელისუფლების შეცვლა და უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე ქვეყანაში მათთვის სასარგებლო გარემოს შექმნა სახელდება. ლევან მაჭავარიანი ახსენებს არაფორმალურ ოლიგარქიულ ძალებს, რომლებმაც, მისი აზრით, ერთი წლით ადრე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შესახებ უკვე იცოდნენ. გარე ძალებისგან მიღებული დავალებებისა და სიტუაციების ხელოვნურად დაძაბვის კონტექსტში განიხილება 2020 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებული პროცესები, ისფედის შედეგებში ცდომილება, გიორგი გახარიას გადადგომა, 43%-იანი ბარიერის პუნქტი მიშელის შეთანხმებაში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დაგვიანებით მინიჭება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო პროტესტი, აქციები და 2024 წლის პოსტსაარჩევნო ვითარება.
წერილის მთავარ აქცენტებს, როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიცია პროპაგანდად მიიჩნევს და ბოლო ექვს წელში განვითარებულ პროცესებსა და მზარდ საერთაშორისო ზეწოლას ხელისუფლების ქმედებებზე პასუხად აცხადებს.