განხილვა კონგრესში

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია დაგმეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. მათ ხაზი გაუსვეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობასა და ისაუბრეს მათი განხორციელების გზებზე.

როგორც მოსმენაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელმა განაცხადა, რუსეთის მიერ საკუთარ საზღვრებთან განხორციელებული საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციამ შეარყია მშვიდობისა და სტაბილურობის მშენებლობის მიმართულებით ათწლეულების განმავლობაში გაწეული სამუშაო.