განხილვა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ გამართულ მოსმენაზე სენატორებმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. „ვითარება საქართველოში სულ უფრო მძიმდება. ჩვენს კომიტეტს ქართველ ხალხთან ხანგრძლივი ერთგულება აკავშირებს“- განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა. მისი თქმით, ამერიკელი კანონმდებლები შეშფოთებით აკვირდებიან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. თავის მხრივ, სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ განხილული უნდა იყოს არსებული ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობები აქციაზე მყოფი დემონსტრანტების ძირითადი უფლებების დასაცავად.