განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“ - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ნიკა მელიას თანამოაზრეების „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლა დანაკლისად არ მიაჩნია პარტიის მოქმედ მენეჯმენტს. ხაბეიშვილის გუნდში ამბობენ, რომ პარტია განახლების პროცესშია და წასულ წევრებს ახალი სახეები ჩაანაცვლებენ. მათივე აზრით, ნიკა მელია შიდაპარტიულ არჩევნებში დამარცხებას ვერ შეეგუა და სწორედ ამიტომ დააანონსა ახალი პარტიის შექმნაც, რომელსაც ხაბეიშვილის მხარდამჭერები სკეპტიკურად უყურებენ. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ძალაუფლებისთვის ბრძოლას უკავშირდება.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მელიას მომხრეები ტოვებენ