განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“

ერთობის მანიფესტმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა. ნიკა მელიამ და მისმა მომხრეებმა მანიფესტს ხელი არ მოაწერეს და დაპირისპირებულ მხარეებს შორის ისევ ურთიერთბრალდებები ისმის. როგორც ყოფილი თავმჯდომარის მომხრეები აღნიშნავენ, მათ მოქმედ მენეჯმენტთან ღირებულებითი განსხვავებები აქვთ.

შეძლებენ თუ არა დაზავებას და წინასაარჩევნოდ გაერთიანებას, პარტიის ყოფილი და ახლანდელი ხელმძღვანელობა, ჯერ ისევ გაურკვეველია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებს პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან და ფიქრობენ, რომ ეს მოვლენები საბოლოოდ პარტიის დაშლაზე მიუთითებს.