განხეთქილება კარატეს ეროვნულ ფედერაციაში

განხეთქილება კარატეს ეროვნულ ფედერაციაში და დაფუძნებული ალტერნატიული ფედერაცია. რვათვიანი დავის ფონზე, ეროვნულმა ფედერაციამ რიგგარეშე საარჩევნო ყრილობაზე ახალი პრეზიდენტი, მამუკა ყურაშვილი აირჩია. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ფედერაციის გარკვეულმა ჯგუფმა კი მეორე ფედერაცია სახელად „საქართველოს სპორტული კარატეს ფედერაცია“ დააფუძნა.

როგორც ეროვნული ფედერაციის ახალარჩეული ხელმძღვანელები ამბობენ, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სწორედ „კარატეს ეროვნული ფედერაციაა“ აღიარებული და გარკვეული ჯგუფის მიერ დაარსებული ალტერნატიული ფედერაცია, კანონდარღვევით იქნა დარეგისტრირებული.