განგაში ბათუმის უსაფრთხოების კონფერენციაზე

კონფერენციის დაწყებამდე, ცოტა ხნით ადრე, ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ განგაში გამოცხადდა. საევაკუაციო სიგნალი მოულოდნელად ჩაირთო და ოპერატორმა სტუმრებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდა.

კონფერენციის მონაწილეები ფოიეში ჩავიდნენ, თუმცა შენობა არ დაუტოვებიათ. განგაშის გამოცხადების მიზეზი, სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამზარეულოში დაკვამლიანებამ გამოიწვია, რის გამოც დეტექტორი ჩაირთო.

ამ დროისთვის სასტუმროში სიმშვიდეა. სტუმრები საკონფერენციო დარბაზში მალევე დაბრუნდნენ.