განცხადებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე

„ქართული ოცნების“ პოზიცია უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით კამათის მიზეზი გახდა ბიუროს სხდომაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ საკითხის დაზუსტება მოითხოვა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ქვეყნიდან არა რომელიმე პარტია, არამედ საპარლამენტო დელეგაცია უნდა ჩავიდეს.