განცხადებები ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიაზე

18:02, 14.10.2019

საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამ პროცესის დრო განსაზღვრული არ გვაქვს, წევრობამდეც ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ ნატო-ს საქართველოში, – ამ განცხადების ავტორი ნატო-ს გენერალური მდივანია.

იანს სტოლტენბერგი ლონდონში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიას შეურთდა და პლენარულ სხდომაზე შეკითხვების პასუხად კიდევ ერთხელ დააზუსტა ალიანსის პოზიცია საქართველოზე.

გენერალურმა მდივანმა ასამბლეის საშემოდგომო სესია ისე დატოვა, რომ მედიასთან დამატებითი კომენტარები აღარ გაუკეთებია.

 

მსგავსი