განცხადება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ კახეთის რეგიონში რთველი იწყება, ყოველწლიურად კი ყურძნის ფასი იკლებს.

პარტიის წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლებას ყურძნის კონკურენტული ბაზრის შესაქმნელად არაფერი გაუკეთებია და თავისი გადაწყვეტილებით ადგენდა ტარიფებს. მისი თქმით, 2022 წელს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მაქსიმალური ფასი 90 თეთრი იყო ხარისხიან და უხარისხო ყურძენზე, ამით კი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ პირთა ინტერესებს ზრდიან. გიორგი ბოტკოველი მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ მიიღოს შესაბამისი ზომები და ფასი მინიმუმ ერთი ლარი და 50 თეთრი გახდეს.

დატოვე კომენტარი