განცხადება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის მერიას მოუწოდებს, მოაწესრიგოს ავტობუსების მოსაცდელი ობიექტები. ანა გოგოლაძე რამდენიმე დღის წინ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე ავტობუსის მოსაცდელის დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა და შესაბამისი სამსახური საქმის უხარისხოდ შესრულებაში დაადანაშაულა, რაც, მისი თქმით, საფრთხეს უქმნის მოსახლეობის უსაფრთხოებას. საპასუხო განცხადება გაკეთდა დედაქალაქის საკრებულოში.