განცხადება „ნაციონალურ მოძრაობაში“

პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და გონიოში ფინანსური ცენტრის შექმნის საკითხზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცრუ დაპირებას უწოდებენ. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ანალოგიურ განცხადებებს ირაკლი ღარიბაშვილი შვიდი წლის წინაც აკეთებდა, თუმცა ისინი დაპირებად რჩება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ცრუ დაპირებები, მაგალითად, დევნილებთან დაკავშირებით, გუშინ ადამიანის თვითმკვლელობით დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურას მოუწოდებს, მაღალი თანამდებობის პირების მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული ცრუ დაპირებები და მისი შედეგები შეისწავლოს.

დატოვე კომენტარი