განცხადება მთავრობის ადმინისტრაციასთან

„დაასრულე საბჭოთა მემკვიდრეობა“, – ამ სახელით საზოგადოებრივმა მოძრაობამ, „ეროვნული იმპერატივი“ მთავრობის ადმინისტრაციასთან კამპანია დაიწყო. გაერთიანებამ უწყებაში წერილობით ხუთი ძირითადი მოთხოვნა წარადგინა, რომლებიც მათივე თქმით, საქართველოს მასშტაბით საბჭოთა მემკვიდრეობის დასრულებას შეუწყობს ხელს. ორგანიზატორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კამპანია საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის თავთან დაკავშირებით დაიწყო.