განცხადება „ლეიბორისტულ პარტიაში“
„ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და არარსებულ მისამართებზე მოქალაქეების რეგისტრაციას გეგმავს,“- აცხადებენ „ლეიბორისტულ პარტიაში“. „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამსონ გუგავა ამბობს, რომ მათ ოთხასამდე მისამართი აღმოაჩინეს, სადაც რამდენიმე ასეული ამომრჩევლის რეგისტრაცია მოხდება. „ლეიბორისტებმა“ საოლქო კომისიასთან ბრიფინგი გამართეს და მისამართების დაზუსტება მოითხოვეს.
მისამართების დაზუსტების მოთხოვნით მათ 59-ე საოლქო კომისიას განცხადებით მიმართეს. საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ „ლეიბორისტების“ განცხადებაზე კომენტარი 16:00 საათზე გაკეთდება.