განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში
სამედიცინო პერსონალის დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო ცვლილებებს აანონსებს. განისაზღვრა 18 სპეციალობა, რომლის წარმომადგენლებისთვისაც საექიმო საქმიანობის დაწყება რეზიდენტურის გავლის გარეშე იქნება შესაძლებელი. კერძოდ, საუბარია უმცროს ექიმებზე, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო რეზიდენტურის პროგრამის გავლა ვერ შეძლეს, თუმცა დაგროვილი აქვთ მუშაობის გამოცდილება. მათ სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს, სასერტიფიკატო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა დაიწყონ. ამ 18 სპეციალობას შორისაა ფსიქიატრია, რადიაციული ონკოლოგია, კარდიოქირურგია, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა, და ბავშვთა ჰემატოლოგია. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ეს ერთჯერადი ღონისძიებაა და ის 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე იმოქმედებს.