იუსტიციის სამინისტროში, სტარსბურგის სასამართლოს მიერ 20 ივნისის აქციის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ.
ბექა ძამაშვილის განცხადებით, სტრასბურგის დიდი და პატარა პალატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში მკაფიოდ არის ასახული, რომ სახელმწიფოს ჰქონდა უფლება გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები და ძალა. მისი განმარტებით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში შენიშვნა მხოლოდ აქციის შეწყვეტის ოპერაციის დაგეგმვასთან იყო. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, შენიშვნების მთავარი ადრესატები, მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები იყვნენ, ვინაიდან შეკრება-მანიფესტაციის დაშლას სწორედ ისინი გეგმავენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს აღნიშნულ კითხვებზე პასუხი, ქვეყნის შიგნით აქვს გასაცემი. შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, 20 ივნისის აქციის საქმე ზეპირი მოსმენით, 26 თებერვალს განიხილა. ასევე სტრასბურგის სასამართლოს პატარა პალატამ, აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება 2024 წლის მაისშიც გამოაცხადა.