განცხადება ცესკო-ში

საოლქო-საარჩევნო კომისიებში საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი დასრულდა. ცესკო-ს პრესსპიკერის თქმით, საოლქო-საარჩევნო კომისიების 145-მა წევრმა ნათესაური კავშირის დადასტურების გამო, პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.

მისივე თქმით, იმ უბნებზე, სადაც სრულად ვერ შეივსო საუბნო-საარჩევნო კომისიების შემადგენლობა, საოლქო-საარჩევნო კომისია სამი დღის ვადაში აირჩევს საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს კონკურსში მონაწილე კანდიდატებისგან ან ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს.

ნათია იოსელიანის თქმით, რამდენიმე დღეა, გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარეობს პროცესის დისკრედიტაცია, რაც მისივე თქმით, მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენას.