განათლების რეფორმა – გამოხმაურება ესტონეთის საელჩოს პოზიციაზე
დიპლომატიური მისიის ვადის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოში ესტონეთის ელჩი ოფიციალური თბილისის მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება. მიზეზი ესტონელი დიპლომატის მიერ სოციალურ ქსელში ილიაუნის რექტორთან ერთად გამოქვეყნებული ფოტოა, რომლითაც მარგე მარდისალუ კაჰარმიმ უნივერსიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა. ელჩის ქმედება მმართველი გუნდის მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად და ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად შეფასდა. ესტონელი დიპლომატი განათლების რეფორმის პოლიტიზირების მცდელობაში დაადანაშაულეს. მმართველი გუნდისგან განსხვავებით ელჩის რექტორთან შეხვედრასა და გამოქვეყნებულ ფოტოში საგანგაშო ვერაფერს ხედავს ოპოზიცია. ცნობისთვის, ესტონეთის ელჩი საქართველოში მისიას 10 მარტს ასრულებს და ელჩის თანამდებობაზე სომხეთში იმსახურებს.