განათლების მინისტრმა მოსწავლეებს პირველი ივნისი მიულოცა
საქართველოს განათლების მინისტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სკოლის მოსწავლეებს მიულოცა. მინისტრმა 169-ე საჯარო სკოლაში გამართულ აქტივობებში მიიღო მონაწილეობა და მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.