განათლების მინისტრის ვიზიტი ისრაელში
ისრაელში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა საქართვლოს განათლების მინისტრმა. ღონისძიების მიზანია გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების შემუშავება განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი და პასუხისმგებლობიანი გამოყენებისთვის, ასევე, ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება. გარდა ამისა ისრაელის და საქართველოს განათლების მინისტრების შეხვედრა შედგა სადაც ქვეყნებს შორის განათლების სისტემაში ინოვაციური მიდგომები და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების კუთხით გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.