განათლების მინისტრის მოსმენა პარლამენტში

21:39, 28.11.2023

პარლამენტი განათლების მინისტრს უსმენს.

გიორგი ამილახვარი დეპუტატებს დაწყებულ და დაგეგმილ რეფორმებს აცნობს. მასწავლებლების ხელფასები, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებები და პროფესიული განათლების სისტემაში მოსალოდნელი სიახლეები გამოსვლის მთავარი მიმართულებებია. გიორგი ამილახვარს მწვავე კითხვების მოსმენაც მოუხდა. ოპოზიციონერი დეპუტატების ძირითადი პრეტენზიები სკოლებში ბავშვთა უფასო კვებას, დირექტორების დანიშვნას და საარჩევნო კომისიებში სკოლების პედაგოგების ყოფნას უკავშირდება. დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ, რატომ არ ეზრდებათ მასწავლებლებს ხელფასები იანვრიდან.

მსგავსი