განათლების მინისტრის მოსმენა პარლამენტში

22:10, 19.05.2023

როდიდან დაიწყება სკოლებში უფასო კვების პროექტი – ამ თემის გასარკვევად დღეს პარლამენტში განათლების მინისტრი დაიბარეს.

გიორგი ამილახვარი საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ ინტერპელაციის წესით გაგზავნილ კითხვაზე საპასუხოდ მივიდა. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია მინისტრს საკუთარი ხედვით დახვდა. პროექტის ამოქმედების ერთ-ერთ მთავარ პირობას ამილახვარი ყველა სკოლაში საჭირო ინფრასტრუქტურის მომზადებას და გამართვას ასახელებს და ოპონენტებს ამ მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფში ჩართვას სთავაზობს. ოპოზიციის ხედვაა, რომ ყველა სასკოლო დაწესებულების მოწესრიგებამდე უფასო კვების პროექტი პირველ ეტაპზე მხოლოდ სკოლების ნაწილში დაინერგოს.

მსგავსი