განახლებული სარაგბო ინფრასტრუქტურა

რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს განახლებული სარაგბო ინფრასტრუქტურით ხვდება ქვეყანა. სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაგბის სამი სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციას ახორციელებს, რაც ჯამში ხუთ სათამაშო მოედანს მოიცავს. საუბარია თბილისში, ავჭალისა და შევარდენის სარაგბო კომპლექსებზე ასევე ქუთაისში, „აიას“ კომპლექსში შემავალ სამ სტადიონებზე.  უკვე დასრულებულია ახალი მინდვრის საფარის მოწყობა. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა  ადმინისტრაციული შენობები, ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები, ფასადებისა და განათების სისტემები. რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 27 ივნისს აიღებს და 18 ივლისს დასრულდება.