ბათუმში საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის შენობა გაიხსნა. საექსპერტო ლაბორატორიები, ბალისტიკური ექსპერტიზის ტირი, ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი, საცავები და საოფისე სივრცე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. ახალი შენობა, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა. შენობა შინაგან საქმეთა მინისტრმა გახსნა. დაწესებულება, სადაც ახალი ლაბორატორიები მოეწყო, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა.