განახლებული ორბელიანის მოედანი

ორწლიანი მასშტაბური სამუშაოები დასრულებულია. ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში რესტავრაცია ჩაუტარდა 20 შენობას, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობებს. მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, მიწისქვეშა საპარკინგე სივრცე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ორ სკვერს. პრეზენტაციას თბილისის მერთან ერთად პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ.