განახლებული კუპიურა

ახალი 10-ლარიანი მიმოქცევაში პირველი ოქტომბრიდან გამოვა.

განახლებულ კუპიურაზე, წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან, „გაზაფხული“ და მისივე ავტოგრაფი, აყვავებული რტო და მერცხალი.

უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები, „იმერეთი-დედაჩემი“, ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი.