განახლებული ეროვნული სასახლის მუზეუმის გახსნა

განახლებული ეროვნული სასახლის მუზეუმი, დღეიდან დამთვალიერებლისთვის ოფიციალურად გაიხსნა.

სასახლე 11 სამუზეუმო სივრცეს აერთიანებს, რომელთაგან რვა – საექსპოზიციო, ხოლო სამი ისტორიული დარბაზია, სადაც არაერთი უნიკალური ექსპონატია გამოფენილი. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ხელოვნების ნიმუშები, თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები, ქანდაკებები, ანტიკვარული ავეჯი, სამკაული, ჭურჭელი, სიმბოლური დანიშნულების მქონე ნივთები. სასახლის მუზეუმში წარმოდგენილია ქართველი მხატვრების და მოქანდაკეების ნამუშევრები, 250-მდე ფერწერული ტილო, 30-მდე ქანდაკება და 10-მდე პოლიმერიული თიხისგან დამზადებულ თოჯინა, რომლებიც ხელოვანებმა სასახლის მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცეს.