განახლებადი ენერგია იმერეთის საბავშვო ბაღებში
პროექტი, რომელმაც საბავშვო ბაღების ენერგოეფექტურობა უნდა გააუმჯობესოს. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საბავშვო ბაღი ელექტროენერგიით მზის ელექტროსადგურის მეშვეობით მარაგდება. პროექტი საპილოტეა და იდეის ავტორები ვარაუდობენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიურ მდგრადობას შეუწყობს ხელს. ელექტროენერგიის გამოთავისუფლებულ ხარჯს კი ბაღების ადმინისტრაცია საჭიროებისამებრ გადაანაწილებს.
ირმა ჭოლაძისა და დათო ლორთქიფანიძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები