რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მწვავდება.
რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დაკავებულია ბაქოში რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ორი თანამშრომელი, რომლებსაც რუსეთის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობას ედავებიან. ფაქტს ოფიციალური მოსკოვი არამეგობრულ ნაბიჯად აფასებს, ჟურნალისტების დაკავებას უკანონობად მიიჩნევს და შესაბამისი უწყებებისგან განმარტებებს მოითხოვს. თავის მხრივ რედაქციის საქმიანობას არაკანონიერს უწოდებს ოფიციალური ბაქო. ორ ქვეყანას შორის სიტუაცია დეკემბრიდან დაიძაბა, რაც 27 ივნისის შემდეგ, ეკატერინბურგში ჩატარებული რეიდების გამო კიდევ უფრო გაღრმავდა.
ოფიციალური ბაქო და მოსკოვი დაკავებებზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ.