გამოთხოვება ნუნუ დუღაშვილთან
კომპოზიტორი, რომელმაც ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი არაერთი სიმღერა შექმნა და მუსიკალურ სივრცეში თავისი უნიკალური შემოქმედებით განსაკუთრებული ადგილი დაიკავა – საზოგადოება ნუნუ დუღაშვილს ემშვიდობება. მის მიერ შექმნილი მუსიკა გამოყენებულია სხვადასხვა ჟანრის ფილმებში, კომპოზიტორის ნამუშევრებმა არაერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, იყო მუსიკოსების არაერთი თაობის აღმზრდელი. თბილისის საპატიო მოქალაქეს მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო.
1965 წლიდან 2002 წლამდე საქართველოს ტელევიზიასა და რადიოში მთავარ მუსიკალურ რედაქტორად მუშაობდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობთ შექმნა უამრავი პოპულარული გადაცემა და კონკურსი. მუსიკალური პროექტები, რომლებიც დამწყები საესტრადო შემსრულებლებისთვის წარმატების საფუძველი გახდა. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და არაერთი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.