ხმაურია თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩის პირველ ნომერში, სადაც საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები და ასევე მობილიზებულია პოლიცია. აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. თუმცა, თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ შენობები არ არის ავარიული და უარს ამბობენ გამოსახლებაზე, პროცესის დაწყების შემთხვევაში კი, მისამართზე მცხოვრები რამდენიმე ადამიანი სახურავიდან გადმოხტომით იმუქრება.
შალვა სუმბაძის ჩართვა ადგილიდან.