თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩის პირველ ნომერში, საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსახლების პროცესი გრძელდება. ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის იყო სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა. დაპირისპირების შედეგად ოთხი ადამიანი დააკავეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია, რასაც, მათი თქმით, ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც, თუმცა, თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ შენობები არ არის ავარიული და უარს ამბობენ გამოსახლებაზე.
შალვა სუმბაძის ჩართვა ადგილიდან.