გამოსახლება თბილისში - პოლიტიკური შეფასებები

გამოსახლების პროცესს ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი. მისი განცხადებით, ქვეყანაში საბანკო ოლიგარქიაა და მოსახლეობას სესხის გადახდა კაბალური პურობებით უწევს. ხაბეიშვილის განცხადებით, გამოსავალი არ არსებობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ვინაიდან საქართველოში სამუშაო ადგილების დეფიციტია ან დასაქმებულებს მიზერული შემოსავალი აქვთ და ისინი სესხის გადახდას ვეღარ ახერხებენ.

ხაბეიშვილის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობაში უპასუხეს.