4 სექტემბრიდან გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება. აღნიშნული თავდაპირველად მოიცავს ოთხ ქალაქს – თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე 100 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში – 300, კვლავ განმეორების შემთხვევაში კი – 600 ლარით. იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, შემდეგ – 1 500 ლარით, ხოლო დამატებითი განმეორების შემთხვევაში – 3 000 ლარით.