„გამომყევი აჭარაში“ – გამარჯვებულები გამოვლინდნენ
კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი ადგილი კონტენტ-კრეატორმა, გუგა გიორგობიანმა დაიკავა, რომლის მიერ აჭარაში მოგზაურობისას გამოქვეყნებული მასალების წვდომამ სოციალურ ქსელებში 162 მილიონს გადააჭარბა. მეორე ადგილზე ხვიჩა ასამბაძე გავიდა, მესამეზე — ნიკა გელაშვილი, მეოთხეზე კი ჯაბა გოგიტიძე. გამარჯვებულები ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე დააჯილდოეს. მონაწილეებს სპეციალური საჩუქრები კერძო სექტორის წარმომადგენლებმაც გადასცეს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებული მასალების ჯამური წვდომა, მილიარდს მიუახლოვდა. პროექტში 60-ზე მეტი კონტენტკრეატორი მონაწილეობდა. მათ აჭარის შესახებ 12 ათასზე მეტი პოსტი გამოაქვეყნეს და პოპულარიზაცია გაუწიეს რეგიონის 200-მდე ტურისტულ ობიექტს, ადგილსა და პროდუქტს. კამპანია „გამომყევი აჭარაში“ 2023 წლიდან ტარდება. მისი მიზანია შიდა ტურიზმის წახალისება და აჭარის ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად წარმოჩენა.