გამომცემელთა მსოფლიო ფორუმი თბილისში

12:50, 14.02.2020

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, საქართველოში პირველად იმართება სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმი. ფორუმის ფარგლებში, თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 20-ზე მეტი გამომცემელი ეწვია.

აღნიშნული ფორუმის საქართველოში გამართვა მიზნად ისახავს ქართული სახელმძღვანელოების ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ქართველი და უცხოელი გამომცემლების ურთიერთთანამშრომლობასა და სექტორში მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს იმიჯის გამყარებას. ფორუმის საქართველოში ჩატარების ინიციატივით გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ მიმართა.

ფორუმის გახსნამდე კი ერთი დღით ადრე, გამომცემლები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელს შეხვდნენ. სადაც განიხილეს საქართველოს სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარზე ბოლო წლებში არსებული პრობლემური სიტუაცია.

 

მსგავსი