გამოკითხვა სასამართლოში

ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ორი აქტივისტი დაიკითხნენ. ბესო წერედიანი, დავით მახარაძე და გიორგი შერვაშიძე. მოგვიანებით, მათ მედიასთანაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ჩანაწერი მონტაჟია და ბრალდება აბსურდული. სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ, წერედიანისა და მახარაძის ჩხრეკა მოხდა, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. წერედიანის თქმით, მას ჩამოართვეს ტელეფონი და კომპიუტერი. სუსი-ს მიერ წარმოებული გამოძიების ცნობით, ფიგურანტი პირები გეგმავდნენ დესტაბილიზაციას და ასევე გეგმავდნენ გზების ბლოკირებას იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა სააკაშვილის გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა.