გამოკითხვა სასამართლოში

ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლო პროცესი იმართება. იკითხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო წერედიანი. საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის გლდანის ციხეში ეტაპირებისას პირები გეგმავდნენ დესტაბილიზაციას. წერედიანმა საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე უარი თქვა, შესაბამისად, გამოძიების კითხვებს ის მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.