სუს-ში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები გრძელდება. ამჯერად თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის მონაწილეობით, პოეტი გვანცა ჯობავა გამოიკითხა. მას გამოძიების დეტალებზე არ უსაუბრია.
ასევე, ცოტა ხნის წინ დასრულდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში მსახიობ თინა ლაღიძის გამოკითხვაც.