გამოკითხვა პროკურატურაში

15:25, 12.08.2026

სახელმწიფოს ღალატისა და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საუბარია გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყებაში ამ დროისთვის აფხაზეთის ომის ვეტერანი ვიქტორ ცაავა იმყოფება. დილიდან კი გამოიკითხნენ ასევე ომის ვეტერანები ჯემალ ქოჩიაშვილი, გიორგი ვაშაკიძე და გიორგი გელოვანი. ჯამში დღეს 7 პირია დაბარებული გამოკითხვაზე.

შეგახსენებთ, საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, სადაც გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ, ბარამიძემ განმარტება რამდენჯერმე გააკეთა, თუმცა, ნათქვამს სრულად არ უარყოფს.

მსგავსი