გამოკითხვა პოლიციის სამმართველოში 

პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციად აფასებს ლევან ვასაძე, რომელიც ამ წუთებში გამომძიებლების კითხვებს პასუხობს.

უკანონო ფორმირებების შექმნის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ბიზნესმენი დღეს პირველად დაიბარეს გამოკითხვაზე. სავარაუდოდ, კითხვები 16 ივნისს ვერის ბაღში გაკეთებულ განცხადებებზე დაისმება, რა დროსაც ვასაძემ თანამოაზრეებს „თბილისი პრაიდის“ მსვლელობის ჩასაშლელად სახალხო რაზმების შექმნისკენ და მათში გაწევრიანებისკენ მოუწოდა.  რაზმების შექმნაში ბიზნესმენი კანონდარღვევის ნიშნებს ვერ ხედავს და ამბობს, რომ ლგბტ თემს მსვლელობის ჩატარების საშუალებას არ მისცემს.

ვასაძე პოლიციის სამმართველოში ვერის ბაღიდან მივიდა, სადაც მისი თანამოაზრეები ამ დრომდე რჩებიან.

გიორგი კობერიძე მუშაობს პოლიციის სამმართველოსთან.