გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გიორგი კანდელაკი და თინა ხიდაშელი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ. მათ თბილისის საქალაქო სასამართლო ცოტა ხნის წინ დატოვეს და მედიასთან ვრცელი კომენტარიც გააკეთეს. დღესვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია დაბარებული გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
რა საკითხებით ინტერესდება საგამოძიებო უწყება და როგორ უპასუხეს გამომძიებლების კითხვებს პოლიტიკოსებმა – ნათია ქენქაძე დეტალებით.