გამოხმაურებები ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალდებაზე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის გამოხმაურებას, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საჯაროდ აწამებენ, შეფასებები მოყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დახმარება ახლა აუცილებელია და დარწმუნებულები არიან, რომ ზელენსკი ამაში ჩართულია. მმართველ გუნდში კი წამების ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ.