გამოხმაურება უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას მიესალმებიან „ევროპელი სოციალისტები“. პარტიაში მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი და ხელმოწერილ დოკუმენტში შემავალი მუხლების „ოცნების“ მიერ შესრულების პასუხისმგებლობა, საფუძველს უყრის სრულიად ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რაც უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციულ ურთიერთობას კიდევ უფრო რეალურს გახდის.